Giorgi Parris
Giorgi Parris

ჩვენ შესახებ

ჩვენთვის მოგზაურობა უბრალოდ გადაადგილება არ არის. ეს არის გამოცდილება, ემოცია და ახალი ისტორიის დასაწყისი. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი მოგზაურობა იწყება სწორი დაგეგმვით. ყურადღება დეტალებზე, პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური მიდგომა ჩვენი მუშაობის საფუძველია.

ჩვენი მიზანია, თქვენი თითოეული მოგზაურობა იყოს სწორად დაგეგმილი, კომფორტული და დაუვიწყარი. ჩვენ გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აერთიანებს მაღალი დონის ორგანიზებულობას და თავგადასავალს, რათა თქვენ თავისუფლად აღმოაჩინოთ ახალი ადგილები და შთაბეჭდილებები.

ჩვენ გთავაზობთ სრულ სამოგზაურო მომსახურებას:

  • ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს
  • ავიაბილეთების შერჩევას და შეძენას
  • სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნას
  • ტრანსფერებსა და კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას
  • სამოგზაურო დაზღვევას
  • ღონისძიებებისა და ღირსშესანიშნაობების ბილეთებს

და რაც მთავარია, ჩვენ გიწევთ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, რაც შესაძლოა მოგზაურობასთან დაკავშირებით გაგიჩნდეთ.

რატომ ჩვენ?

  • პერსონალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან
  • სანდო პარტნიორები და ხარისხიანი სერვისები
  • გამოცდილება და პასუხისმგებლობა
  • მუდმივი მხარდაჭერა მოგზაურობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა შეარჩიოს თქვენთვის საუკეთესო მიმართულებები და შეთავაზებები, უზრუნველყოს თქვენთან კომფორტული კომუნიკაცია და სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას ნებისმიერი საკითხი.