ნიცა არის ქალაქი, სადაც ხმელთაშუა ზღვის სილურჯე და სამხრეთ საფრანგეთის მზიანი ენერგია პირველივე წუთიდან იგრძნობა. ფრანგული რივიერას ეს გამორჩეული ქალაქი აერთიანებს ზღვისპირა დასვენებას, კულტურულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების მსუბუქ, თავისუფალ რიტმს.
Promenade des Anglais-ის სანაპირო ბულვარი, ფერადი სახლებებით სავსე Vieux Nice-ის ძველი უბანი და ზღვის ხედები Castle Hill-იდან ქალაქს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. ნიცა ერთდროულად ცოცხალი და მშვიდია. დილით შეგიძლიათ ბაზარში გაისეირნოთ, დღისით ზღვით ისიამოვნოთ, საღამოს კი ქალაქის თბილ ატმოსფეროში ჩაეშვათ.
ნიცა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ზღვა, მზე და კულტურა ერთ მოგზაურობაში გააერთიანოს.
ტოპ რჩევა:
თუ გსურთ ქალაქის ნამდვილი რიტმის შეგრძნება, დილა დაიწყეთ Cours Saleya-ს ბაზარში ყავით და ადგილობრივი ნუგბარით. საღამოს კი Promenade des Anglais-ზე გაისეირნეთ, როცა ცა ნარინჯისფრად იღებება და ზღვის ჰაერი განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნის. სწორედ ამ დროს იგრძნობა ნიცას ყველაზე ავთენტური ხასიათი.
ამ პოპულარულ ადგილებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ.