Giorgi Parris
Giorgi Parris
  1. მთავარი
  2. >
  3. ტური
  4. >
  5. საფრანგეთი
  6. >
  7. პარიზი
  8. >
  9. მონმარტრის ტური

მონმარტრის ტური

0 მიმოხილვა
პარიზი, France

ტურის ფოტო

ადგილმდებარეობა:
პარიზი
ტურის ტიპი:
რეგულარული ტურები

მიმოხილვა

მონმარტრი - ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა მხატვრებს, პოეტებსა და შემოქმედებით სულებს მთელი მსოფლიოდან. მონმარტრი პარიზის გულში პატარა სამყაროა - ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებით, ფერადი სახურავებით, თბილი კაფეებითა და უნიკალური ბოჰემური ატმოსფეროთი.

 

ტურის განმავლობაში მოვივლით მონმარტრის მთავარ ღირსშესანიშნაობებს: ვნახავთ წმინდა გულის ბაზილიკას, ვესტუმრებით მხატვრების ქუჩას, გავივლით ვან გოგის, პიკასოსა და სხვა დიდოსტატების კვალდაკვალ, დავაგემოვნებთ ადგილობრივ გემოს და აღვიბეჭდავთ პარიზს ისეთი კუთხით, როგორიც მხოლოდ მონმარტრს შეუძლია შემოგვთავაზოს.

 

მეტის ჩვენება
დან 0ლ
არ არის შეფასებული
0 მიმოხილვა
0

{{type.name}}

{{type.desc}}

{{type.display_price}} თითო ადამიანზე

{{ type.number }}

სტუმრები

{{ number }}

დამატებითი ფასები:

{{type.price_html}}
({{type.price_type}})
{{ type.price }}%
{{ formatMoney(type.price) }}
  • {{total_price_html}}
  • {{pay_now_price_html}}

მაქსიმუმი სტუმარი:

დაჯავშნე დაჯავშნა
0% მოგზაური გირჩევთ ამ გამოცდილებას
არ ხართ დარწმუნებული? შეგიძლიათ გააუქმოთ ეს ჯავშანი მინიმუმ 24 საათით ადრე და სრულად დაბრუნდეთ თანხა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მარშრუტი

1
საკრე-კურ ბაზილიკი ანუ წმინდა გულის ტაძარი
საკრე კური (ფრანგ. Sacré-Cœur) - პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა და კათოლიკური ბაზილიკა, რომელიც მონმარტრის ბორცვზე, ქალაქის უმაღლეს წერტილზეა აშენებული. მისი მშენებლობა 1875 წელს დაიწყო და 1914 წელს დასრულდა. ბაზილიკა უძღვნიან იესოს წმინდა გულს ("Sacré-Cœur" ფრანგულად სწორედ ამას ნიშნავს). საკრე კური ცნობილია თავისი თეთრი ქვიშაქვისგან ნაგები შთამბეჭდავი არქიტექტურით, დიდი გუმბათით და ულამაზესი ხედით პარიზზე. ის არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი, არამედ მოქმედი სალოცავიც, სადაც ყოველდღიურად ტარდება მსახურებები.
2
მხატვრების ქუჩა
მხატვრების ქუჩა (Place du Tertre) მონმარტრის უბანში მდებარეობს, ახლოს საკრე კურის ბაზილიკასთან, და პარიზის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და რომანტიკული ადგილია. ეს პატარა მოედანი ცნობილია როგორც ხელოვანთა თავშეყრის ადგილი - აქ ყოველდღიურად იკრიბებიან მხატვრები, რომლებიც პორტრეტებს, კარიკატურებსა და ლანდშაფტებს ხატავენ პირდაპირ ქუჩაში და თავიანთ ნამუშევრებსაც ადგილზე ყიდიან. მხატვრების ქუჩა უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ხელოვნების ცოცხალ ცენტრს წარმოადგენს. წარსულში აქ მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიც იყვნენ პაბლო პიკასო, ამადეო მოდილიანი და სხვა. მხატვრების ქუჩა დღესაც ინარჩუნებს თავის უნიკალურ ატმოსფეროს - ის ტურისტების საყვარელი ადგილია და ერთგვარად ასახავს პარიზის ბოჰემურ სულს.
3
სიყვარულის კედელი
სიყვარულის კედელი (Le mur des je t'aime) — ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სიმბოლური ადგილი პარიზში, რომელიც მონმარტრის უბანში, ჟან რუკეს სკვერში მდებარეობს. ეს კედელი სიყვარულის საყვარელი გამოხატულებაა: მასზე ფრაზა "მიყვარხარ" 300-ზე მეტ ენაზეა დაწერილი, მათ შორის ქართულადაც. კედელი 2000 წელს შეიქმნა ფრანგი ხელოვანის ფრედერიკ ბარონისა და მხატვარ კლერ კიტოს მიერ. ის აგებულია ლურჯი ფერის კერამიკის ფილებით, რომელზეც თეთრი ასოებით არის ამოტვიფრული სიყვარულის სიტყვები. სიყვარულის კედელი დღესაც რომანტიკის, უნივერსალური სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლოდ მიიჩნევა და წყვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია პარიზში.
4
დალიდას ქანდაკება
დალიდას ქანდაკება მდებარეობს მონმარტრში, ულამაზეს პატარა მოედანზე, რომელსაც მისი სახელი ჰქვია — Place Dalida. ქანდაკება საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერლის, დალიდას (ნამდვილი სახელი იოლანდა კრისტინა ჯილიოტი) ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი სწორედ პარიზში გაატარა. ბრინჯაოს ბიუსტი 1997 წელს დადგეს იმ ადგილას, სადაც დალიდა ხშირად სეირნობდა და შთაგონებას პოულობდა. ქანდაკება არა მხოლოდ მისი მუსიკალური მემკვიდრეობის, არამედ პარიზისადმი მისი სიყვარულის სიმბოლოცაა. მოედანი და ქანდაკება დღესაც პოპულარული ადგილია ტურისტებსა და დალიდას თაყვანისმცემლებს შორის, ხოლო ქანდაკების ბრინჯაოს მკერდი გაპრიალებულია — ითვლება, რომ მისი შეხება წარმატებას და სიყვარულს მოუტანს.
5
კაცი კედელში
„კაცი კედელში“ (Le Passe-Muraille) - სახალისო და უცნაური სკულპტურაა, რომელიც მონმარტრის უბანში, მარსელ ემეს მოედანზე მდებარეობს. ის შეიქმნა 1989 წელს სკულპტორ ჟან მარველის მიერ და ეძღვნება ცნობილი ფრანგი მწერლის, მარსელ ემეს იმავე სახელწოდების მოთხრობას. მოთხრობა მოგვითხრობს ჩვეულებრივ პარიზელ კაცზე, რომელსაც უნარი აქვს — კედლებში გაიაროს. სკულპტურა სწორედ იმ მომენტს ასახავს, როცა ის კედელში გაჭედილია. ბრინჯაოს ფიგურა კედლიდან გამოსული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და გამვლელებში ღიმილს იწვევს. ეს პატარა ქანდაკება მონმარტრის დამახასიათებელი იუმორის, ფანტაზიისა და ლიტერატურის სიყვარულის მშვენიერი გამოხატულებაა.
6
ვარდისფერი სახლი
ვარდისფერი სახლი (La Maison Rose) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ფოტოგენური შენობაა მონმარტრში, პარიზის ბოჰემურ უბანში. ეს პატარა, ვარდისფრად შეღებილი კაფე-რესტორანი მდებარეობს რუ დე ლა აბროვუარისა და სა-რუსტიკის ქუჩების კუთხეში და უკვე ას წელზე მეტია, რაც ხელოვანებისა და მწერლების საყვარელ ადგილად ითვლება. La Maison Rose ხშირად ხვდებოდა მხატვრების ტილოებზე და ფოტოგრაფების ობიექტივში. ამბობენ, რომ აქ სტუმრობდნენ ისეთი სახელგანთქმული ადამიანები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო, ჟაკ პრევერი და გერლო რუა. დღეს ვარდისფერი სახლი არა მხოლოდ ისტორიული კაფეა, არამედ მონმარტრის სიმბოლო - ადგილი, სადაც წარსული და თანამედროვე პარიზი ერთმანეთს ეხვევა.
7
მულენ-რუჟი
მულენ რუჟი (Moulin Rouge) - პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბარეა, რომელიც 1889 წელს გაიხსნა მონმარტრის მახლობლად, პიგალის ბულვარზე. სახელწოდება ქართულად ნიშნავს „წითელ წისქვილს“ - შენობის სახურავზე მდებარე წითელი წისქვილი დღემდე ამშვენებს კაბარეს და პარიზის სიმბოლოდაც ითვლება. მულენ რუჟი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი გახდა თავისი გრანდიოზული შოუებით, ფერადი კოსტიუმებითა და კან-კანის ცეკვით, რომელიც სწორედ აქ გახდა პოპულარული. ეს კაბარე შთაგონების წყარო იყო მრავალი მხატვრისა და ხელოვანისთვის, მათ შორის - ანრი დე ტულუზ-ლოტრეკისთვის, რომელმაც მულენ რუჟს არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა. დღეს მულენ რუჟი პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - ადგილი, სადაც ხელოვნება, გლამური და ისტორია ერთ დიდ შოუდ იქცევა.

ხშირად დასმული კითხვები თემაზე
მონმარტრის ტური

ბილეთებს თქვენ შეგვიძენთ?

ტურში მოცემულ ლოკაციებს ბილეთები არ სჭირდება.

სტუმრების მიმოხილვები

0
არ არის შეფასებული
0 მიმოხილვა
შესანიშნავი
0
ძალიან კარგი
0
საშუალო
0
დაბალი
0
საშინელი
0
მიმოხილვა არ არის
You must log in to write review

შესაძლოა, ესეც მოგეწონოთ

10 საათი

ერთდღიანი ქალაქის ტური

პარიზი

0 მიმოხილვა
დან 0ლ
დან
0ლ
0 მიმოხილვა

თქვენი მოგზაურობა აქ იწყება

დარეგისტრირდით და მიიღეთ საუკეთესო შეთავაზებები